top of page
უკვე შეგიძლიათ ჩვენთან დარჩეთ
დღე გაატარეთ მარანში, ხოლო ღამით დარჩით ოთახში მარნის თავზე, რომლის აივანიც ჩვენს ვენახს და აჯამეთის ტყეს გაჰყურებს, ხოლო ტყის უკან, ჰორიზონტზე, სამხრეთ კავკასიონის ხედი იშლება.

ოთახი
თქვენი ოთახი მარნის თავზეა. ის ჩვენი კუთხის სახლების ესთეტიკას ასახავს, ხოლო მასში გამოყენებული მასალები ბუნებრივია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უკეთ შეიგრძნოთ გარემო, სადაც მოდიხართ.
ხედი
აივნიდან ხედი ოცხანური საფერეს ჩვენს ვენახს გადაჰყურებს, რომელიც ქართული წესით, ხარდანზეა გაშენებული. ვენახის იქეთ კი, აჯამეთის ტყეა. თქვენ არამხოლოდ ტყის ხედით ტკბობა შეგიძლიათ, არამედ მასში თავგადასავლის მოწყობაც.
საღამოს კი, ცქრიალა ღვინოსთან ერთად აივანზე დაელოდეთ ტყიდან მობერილ სიოს.

bottom of page